Pages

Thursday, November 7, 2013

eTwinningPlus დღე III

მესამე დღე დავიწყეთ პროექტის დაწერის სქემას :
  • სათაური
  • პედაგოგიური მიზნები
  • პროცესის აღწერა
  • შედეგები
 განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტის განხორციელების ეტაპები :


   სადემონსტარაციოდ დავწერეთ პროექტი:  "წერილი მზიანი ქვეყნიდან".  ვისაუბრეთ პროდუქტის მნიშვნელობის უპირატესობაზე პროცესთან შედარებით, რადგან პროცესი გათვლილია სწორედ პროდუქტის მისაღებად.
   პროექტის დაგეგმვისას და მიზნების გასათვლელად ვითვალისწინებთ საგნობრივ სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ამათ გარდა მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამჭოლი 8 კომპეტენცია , კომპეტენცია შესდგება 3 კომპონენტისაგან:
  • ცოდნა.
  • უნარი.
  • გამოყენება.
 ევროკავშირის გამჭოლი 8 კომპეტენცებია:
  1. მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია.
  2.  უცხო ენაზე კომუნიკაცია.
  3. მათემატიკური და საბაზისო სამეცნიერო კომპეტენცია.
  4.  ციფრული ტექნოლოგიების კომპეტენცია.
  5. დამოუკიდებელი სწავლის კომპეტენცია.
  6. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
  7. სამეწარმეო კომპეტენცია და ინიციატივიანობა.
  8. კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.
 თითოელი კომპეტენცია განვმარტეთ: 
1. კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე:
  • ანალიტიკური აზროვნება, შეფასება და აღქმა.
  • სხვადასხვა ფორმით პრეზენტაცია შეხვედრების დროს.
  • საკუთარი თავის წარდგენა.
  • სხვებთან კომუნიკაცია.
  • ინტერვიუს მიცემა ან აღება.
2. უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი:
  • საკუთარი აზრის, გრძნობების გამოხატვა უცხო ენაზე.
  •  საუბრი და მოსმენა უცხო ენაზე.
  • სხვისი ნათქვამის გაგება.
  • სხვა ქვეყნიდან ინფორმაციის მიღება.
  • ღიაობა უცხო ქვეყნის ხალხის კულტურის მიმართ.
  • წერითი კომუნიკაცია.
3. მათემატიკური და საბაზისო სამეცნიერო კომპეტენცია:
  • პრობლემების გადაჭრა.
  • ბიუჯეტის განსაზღვრა.
  • მონაცემთა ძიება.
  • ანალიზის გაკეთება.
  • ლოგიკური კავშირების დამყარება.
4. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება:
  • ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის შესაქმნელად, გასაზიარებლად.
  • სააპლიკაციო ფორმების შევსება.
5.დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია.
  • მასალის დამოუკიდებლად მოძიება, დახარისხება.
6. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია:
  • გარიყულ ადამიანებთან მუშაობა, მათთვის საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად სახმარება.
  • აქტიურ მოქალაქედ ყოფნა.
  • კულტურული განვითარება.
  • მოხალისედ მუშაობა.
  • კონტაქტი განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებთან.
7. სამეწარმეო კომპეტენცია და ინიციატივიანობა:
  • იდეების გამოყენება პრაქტიკაში
  • იდეების განხოციელება.
  • ეთიკური ღირებულებების ცოდნა.
  • საკუთარი გამოცდილების საქმიანობაში ოპტიმალური გამოყენება.
  • ნაკეთობების შექმნა.
  • ინიციატივის გამოჩენა.
8. კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.
  • შეისწავლო შენი და სხვების კულტურა, ტრადიციები .
  • იყო შემოქმედებითი, შეძლო იდეების შემოქმედებითი შეფასება.
  • დაგეგმო და მიიღო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები
  • კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.

ჩვენი პროექტი დავაკავშირეთ აღნიშნულ კომპეტენციებთან.




Tuesday, November 5, 2013

eTwinningPlus დღე II

        მეორე დღე დავიწყეთ  შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების განხილვით. სამ ჯგუფს მოგვეცა შემდეგი სახის დავალებები: უნდა განგვეხორციელებინა  ერთ-ერთი ჩამოთვლილი პროექტებიდან
                       1 .     სასტუმრო
                       2.     რესტორანი
                       3.     მაღაზია
და   ჩვენს მიერ არჩეული პროექტისათვის უნდა დაგვეწერა  შეფასების კრიტერიუმები . ჩვენმა ჯგუფმა აირჩია პროექტი : " მაღაზია"--კერძოდ  კი " აქსესუარების მაღაზია". შეფასების კრიტერიუმებად ავირჩიეთ :
1. შეკვეთის ფორმის მრავალფეროვნება.
2.  დიზაინის მრავალფეროვნება
3. შეკვეთის შესრულების დრო
4. შეკვეთილი ნაწარმის დიზაინი
5. კონფიდენციალობა
 6. წამახალისებელი საჩუქრები/ბონუსი
7. შესრულების ხარისხი.
    ამის შემდეგ შევიმუშავეთ შეფასების ინდიკატორები და ეს ყველაფერი წარმოვადგინეთ ცხრილის სახით.
  განვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის ბავშვების მიერ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკის შექმნის პროექტის იდეა.  დავწერეთ აღნიშნული პროექტის მიზნები და ის ფაქტორები  რის გამოც სურვილი გაგვიჩნდებოდა პროექტში მონაწილეობის მიღებისა, ჩვენი  ჯგუფის აზრით ეს პროექტი საინტერესო იქნებოდა იმიტომ, რომ  მასში მონაწილეობით ბავშვებს განუვითარდებოდათ :
 1.   შემოქმედებითი აზროვნება
2.    შეისწავლიდნენ კითხვის სახალისო მეთოდებს.
3.    ციფრული ტექნოლოგიის გამოყენების უნარი განუვითარდებოდათ.
4.    მოახდენდნენ სხვადასხვა საგნების  ინტეგრირებას
5.   განუვითარდებოდათ ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარი.
             შემდეგ ვისაუბრეთ იდეების გაზიარების გზებსა და ინსტრუმენტებზე, ეს გზებია :  1--პირადი კონტაქტი
                   2--ტრენინგები
                   3-- სოციალური ქსელი
                   4--მედია საშუალებებით
                   5--IT ტექნოლოგიებით

  საგანმანათლებლო პროექტის დანიშნულებაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება .


        სამი ჯგუფიდან თითოეულს მოგვეცა დავალებები -უნდა მოგვემზადებინა პროექტები წარსადგენად , ჩვენს ჯგუფს შეხვდა პროექტი სათაურად " ხაჭაპური" . ხაჭაპური წარმოვადგინეთ სხვადასხვა ჭრილში : ისტორიული, გეოგრაფიული, მათემატიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვალსაზრისით.
 პროექტის მიზანი: მოსწავლისთვის ანალიტიკური, კრიტიკული  აზროვნების უნარის განვითარება, დაკვირვების, კითხვის, კვლევა-ძიების,თანამშრომლობის, შემოქმედებითი, ისტ-ის გამოყენების უნარების განვითარება, საგანთა შორის კავშირის დადგენა ინფორმაციის დახარისხების და კომუნიკაციის უნარის განვითარება.
     საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების ეტაპებია:
  1)   დაგეგმვა
  2)  მომზადება
  3)  განხორციელება
  4)  შეფასება- ანგარიშის მომზადება.
  5)  შედეგების გაზიარება.

      პროექტის არჩევის დროს ვითვალისწინებთ სხვადასხვა ფაქტორებს, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
  1) დრო
  2) ფინანსები
  3) მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
  4) გამოცდილება
  5) განწყობა.

       მოვახდინეთ პროექტის ფასილიტატორისა და მონაწილე მასწავლებელის შედარებითი ანალიზი.
           ტრენინგის შუალედებში ტრენერი იყენებდა ენერგიის მომცემ საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებს.
          დღის ბოლოს შევაფასეთ ტრენინზე  ჩატარებული მუშაობა, როგორც ძალიან საინტერესო, აქტიური, დატვირთული და ნაყოფიერი.




eTwinningPlus დღე I

2013 წლის 28 ოქტომბერს   eTwinning  ქსელში დარეგისტრირებული ქართველი მასწავლებლებისთვის  წყალტუბოს სასტუმრო Spa Resort-ში დაიწყო ტრენინგი.
ტრენინგის კურსი: თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა  eTwinning Plus ფარგლებში
ტრენერი: თეა ლობჟანიძე

               


 

  მასწავლებლები დავიყავით ჯგუფებად , ამის შემდეგ ჯგუფის შიგნით კიდევ მოხდა 5 კაციან ჯგუფებად მასწავლებლების დაყოფა, დაყოფისას ტრენერმა საინტერესო მეთოდი გამოიყენა: ერთმანეთისთვის მუნჯურად უნდა აგვეხსნა თუ რომელ თვეში და რომელ რიცხვში ვიყავით დაბადებულნი და ასევე მუნჯურად თანმიმდევრობით უნდა მოგვეძებნა ჩვენ-ჩვენი ადგილი.
        ამ უცნაური მეთოდის შემდეგ ჯგუფებში დავწყვილდით და მოვაწყეთ პარტნიორი მასწავლებელის წარდგენა, ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდეგ ჩვენი პარტნიორი და მის მიერ განხორციელებული პროექტები  წარვადგინეთ სხვა მასწავლებლების წინაშე.
        ყველა მასწავლებელმა ჩამოვწერეთ ფურცლებზე ჩვენი მოლოდინები მიმდინარე ტრენინგიდან, ტრენერმა ეს ფურცლები აკინძა ერთ წიგნად და მას ვუწოდეთ "მოლოდინების წიგნი"
        ამის შემდეგ ვისაუბრეთ პროექტების შესახებ და ჩამოვაყალიბეთ პროექტების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.

  შემდეგ იდეების გენერირების მიზნით ტრენერმა მოგვცა შემდეგი დავალება: სხვადასხვა ჯგუფებმა ერთმანეთს გავუცვალეთ ორ-ორი ნივთი, შემდეგ კი დავიწყეთ  ჩვენს მიერ მიღებული ნივთებისათვის არადანიშნულებისამებრ გამოყენების გზების ძიება, ძალიან სახალისო და საინტერესო დავალება იყო,ჩვენ გვერგო მძივებით მოქსოვილი ტელეფონის ჩასადები და ქაღალდის კალენდარი. პირველს- ვიყენებდით: სამაჯურად, კედლის დეკორად, სამკაულად და ა.შ.
მეორეს- ვიყენებდით :  სახაზავად, მართკუთხედის ასაგებად, მარაოდ და ა.შ.
მოვაწყეთ იდეების პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის მოსაზრებები.
         შემდეგი აქტივობა: ტრენერმა მოგვცა დავალება: 1 დოქი ტალახისაგან რის გაკეღებას შევძლებდით უნდა მოგვეფიქრებინა. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ასე წარმოვადგინეთ:
მოვაწყეთ პრეზენტაცია და იდეების შეფასება.
დღის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია   3-2-1 მეთოდით
3 რამ რაც დამამახსოვრდა.
2 რამ რაც მომეწონა.
1 რამ რაც მინდა გითხრათ.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.