მესამე დღე დავიწყეთ პროექტის დაწერის სქემას :
- სათაური
- პედაგოგიური მიზნები
- პროცესის აღწერა
- შედეგები
სადემონსტარაციოდ დავწერეთ პროექტი: "წერილი მზიანი ქვეყნიდან". ვისაუბრეთ პროდუქტის მნიშვნელობის უპირატესობაზე პროცესთან შედარებით, რადგან პროცესი გათვლილია სწორედ პროდუქტის მისაღებად.
პროექტის დაგეგმვისას და მიზნების გასათვლელად ვითვალისწინებთ საგნობრივ სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ამათ გარდა მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამჭოლი 8 კომპეტენცია , კომპეტენცია შესდგება 3 კომპონენტისაგან:
- ცოდნა.
- უნარი.
- გამოყენება.
- მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია.
- უცხო ენაზე კომუნიკაცია.
- მათემატიკური და საბაზისო სამეცნიერო კომპეტენცია.
- ციფრული ტექნოლოგიების კომპეტენცია.
- დამოუკიდებელი სწავლის კომპეტენცია.
- სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია.
- სამეწარმეო კომპეტენცია და ინიციატივიანობა.
- კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.
1. კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე:
- ანალიტიკური აზროვნება, შეფასება და აღქმა.
- სხვადასხვა ფორმით პრეზენტაცია შეხვედრების დროს.
- საკუთარი თავის წარდგენა.
- სხვებთან კომუნიკაცია.
- ინტერვიუს მიცემა ან აღება.
- საკუთარი აზრის, გრძნობების გამოხატვა უცხო ენაზე.
- საუბრი და მოსმენა უცხო ენაზე.
- სხვისი ნათქვამის გაგება.
- სხვა ქვეყნიდან ინფორმაციის მიღება.
- ღიაობა უცხო ქვეყნის ხალხის კულტურის მიმართ.
- წერითი კომუნიკაცია.
3. მათემატიკური და საბაზისო სამეცნიერო კომპეტენცია:
- პრობლემების გადაჭრა.
- ბიუჯეტის განსაზღვრა.
- მონაცემთა ძიება.
- ანალიზის გაკეთება.
- ლოგიკური კავშირების დამყარება.
4. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება:
- ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის შესაქმნელად, გასაზიარებლად.
- სააპლიკაციო ფორმების შევსება.
5.დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია.
- მასალის დამოუკიდებლად მოძიება, დახარისხება.
6. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია:
- გარიყულ ადამიანებთან მუშაობა, მათთვის საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად სახმარება.
- აქტიურ მოქალაქედ ყოფნა.
- კულტურული განვითარება.
- მოხალისედ მუშაობა.
- კონტაქტი განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებთან.
7. სამეწარმეო კომპეტენცია და ინიციატივიანობა:
- იდეების გამოყენება პრაქტიკაში
- იდეების განხოციელება.
- ეთიკური ღირებულებების ცოდნა.
- საკუთარი გამოცდილების საქმიანობაში ოპტიმალური გამოყენება.
- ნაკეთობების შექმნა.
- ინიციატივის გამოჩენა.
8. კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.
- შეისწავლო შენი და სხვების კულტურა, ტრადიციები .
- იყო შემოქმედებითი, შეძლო იდეების შემოქმედებითი შეფასება.
- დაგეგმო და მიიღო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები
- კულტურული ცნობიერება და გამომხატველობა.
ჩვენი პროექტი დავაკავშირეთ აღნიშნულ კომპეტენციებთან.
No comments:
Post a Comment