ტრენინგის კურსი: თანამშრომლობითი პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinning Plus ფარგლებში
ტრენერი: თეა ლობჟანიძე
მასწავლებლები დავიყავით ჯგუფებად , ამის შემდეგ ჯგუფის შიგნით კიდევ მოხდა 5 კაციან ჯგუფებად მასწავლებლების დაყოფა, დაყოფისას ტრენერმა საინტერესო მეთოდი გამოიყენა: ერთმანეთისთვის მუნჯურად უნდა აგვეხსნა თუ რომელ თვეში და რომელ რიცხვში ვიყავით დაბადებულნი და ასევე მუნჯურად თანმიმდევრობით უნდა მოგვეძებნა ჩვენ-ჩვენი ადგილი.
ამ უცნაური მეთოდის შემდეგ ჯგუფებში დავწყვილდით და მოვაწყეთ პარტნიორი მასწავლებელის წარდგენა, ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები და შემდეგ ჩვენი პარტნიორი და მის მიერ განხორციელებული პროექტები წარვადგინეთ სხვა მასწავლებლების წინაშე.
ყველა მასწავლებელმა ჩამოვწერეთ ფურცლებზე ჩვენი მოლოდინები მიმდინარე ტრენინგიდან, ტრენერმა ეს ფურცლები აკინძა ერთ წიგნად და მას ვუწოდეთ "მოლოდინების წიგნი"
ამის შემდეგ ვისაუბრეთ პროექტების შესახებ და ჩამოვაყალიბეთ პროექტების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები.
შემდეგ იდეების გენერირების მიზნით ტრენერმა მოგვცა შემდეგი დავალება: სხვადასხვა ჯგუფებმა ერთმანეთს გავუცვალეთ ორ-ორი ნივთი, შემდეგ კი დავიწყეთ ჩვენს მიერ მიღებული ნივთებისათვის არადანიშნულებისამებრ გამოყენების გზების ძიება, ძალიან სახალისო და საინტერესო დავალება იყო,ჩვენ გვერგო მძივებით მოქსოვილი ტელეფონის ჩასადები და ქაღალდის კალენდარი. პირველს- ვიყენებდით: სამაჯურად, კედლის დეკორად, სამკაულად და ა.შ.
მეორეს- ვიყენებდით : სახაზავად, მართკუთხედის ასაგებად, მარაოდ და ა.შ.
მოვაწყეთ იდეების პრეზენტაცია და შევაფასეთ ერთმანეთის მოსაზრებები.
შემდეგი აქტივობა: ტრენერმა მოგვცა დავალება: 1 დოქი ტალახისაგან რის გაკეღებას შევძლებდით უნდა მოგვეფიქრებინა. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ასე წარმოვადგინეთ:
დღის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია 3-2-1 მეთოდით
3 რამ რაც დამამახსოვრდა.
2 რამ რაც მომეწონა.
1 რამ რაც მინდა გითხრათ.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო.
No comments:
Post a Comment