Pages

Saturday, December 28, 2013

eTwinning Plus შემაჯამებელი კონფერენცია-ანგარიში



 eTwinning Plus   შემაჯამებელი კონფერენცია“-- ანგარიში
22-23 დეკემბერს, მასწავლებლის სახლში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის „eTwinningPlus“-ის ფარგლებში პედაგოგების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენციას თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე პედაგოგი დავესწარით. კონფერენციაზე მასწავლებლებმა მოხსენებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზე წაიკითხეს, მათ შორის:
  • საგანმანათლებლო პროექტების მართვა;
  • როგორ უნდა გავხდეთ Appy პიროვნება. (მომხსენებელი სანდრა უნდერვუდი-შოტლანდია)
  • როგორ უნდა შევქმნათ წარმატებული eTwinning პროექტი (მომხსენებელი ჯორჯ გლასი- შოტლანდია)
  • მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში;
  • პროექტების შეფასება;
  • ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • გარემოს დაცვა
  • წიგნიერება
  • მათემატიკური წიგნიერება (მომხსენებელი: ზაქრო გიუნაშვილი) დ სხვ.
პროექტი „eTwinningPlus“-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა წარმომადგენლები საერთო პორტალის მეშვეობით ქმნიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
განსაკუთრებით საინტერესო იყო შოტლანდიელი კოლეგების მოხსენებები, რომლებმაც გაგვაცნეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროექტების დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობისათვის.
გავეცანით სხვადასხვა ტიპის Appy -ს და მათი მუშაობის პრინციპებს.
მნიშვნელოვანი სიახლე იყო მათემატიკური წიგნიერებისა და ტექნოლოგიების ქვეშ განხილული საკითხები, სადაც მომხსენებელმა ზაქრო გიუნაშვილმა გაგვაცნო თამაშების შექმნის საშუალებები და მათი გამოყენების მაგალითები. კონფერენციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი პროექტები და გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილებები , რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვისათვის.
                             ნ.დაბრუნდაშვილი
























Wednesday, November 27, 2013

პრეზენტაცია: რა არის eTwinning Plus-ი


პრეზენტაცია: რა არის eTwinning Plus-ი




 ხაშურის #1 საჯარო სკოლაში მოვაწყე eTwinningPlus  პროგრამის პრეზენტაცია.

 იხ. პრეზენტაციის ანგარიში და ფოტოები.





Saturday, November 9, 2013

eTwinningPlus Tskaltubo დღე V

ტრენინგის მეხუთე დღეს ჯგუფები გადავნაწილდით წყალტუბოს სკოლების კომპიუტერულ კლასებში eTwinning -ის პრაქტიკული მეცადინეობისათვის.
ჩვენი ტრენერი იყო მანანა კვინიკაძე.
გავეცანით eTwinning.net  პორტალს და აქვე ვნახეთ მისი ქართული ვარიანტიც :
eTwinningPlus.ge
 ვისწავლეთ მთავარ გვერდზე შესვლა, პროფილის რედაქტირება, პროექტების მოძებნა და პროექტების ავტორებთან და მონაწილე მასწავლებელთან კონტაქტის დამყარება და მათთან თანამშრომლობის განხორციელების გზები.  Twinspace-ზე მასალების განთავსება  .


ინტერნეტის დაბალი სიჩქარის მიუხედავად ყველა აუცილებელი თემა განვიხილეთ. იმედი მაქვს დანარჩენს უკვე პრაქტიკულად პროექტში ჩართვის შემდეგ განვიმტკიცებ.
 უკვე ჩავერთე ორ პროექტში  და დავიწყე პრაქტიკული საქმიანობა მასზე.
საკმაოდ საინტერესო ჩანს...

 დღის ბოლოს ბოლო შეხვედრა მოეწყო სადაც ერთმანეთს დავემშვიდობეთ და წარმატებები ვუსურვეთ.




eTwinningPlus- Tskaltubo- Spa Resort - თავისუფალ დროს...

                               ექსკურსია  "პრომეთეს მღვიმეში":
 
 





eTwinningPlus დღე IV

       მეოთხე დღეს შევაჯამეთ  პროექტების შესახებ წინა დღეებში მიღებული ინფორმაცია და დავსახეთ ახალი პროექტების შექმნის იდეები, შემდეგ  ტრენერმა გამოიყენა აქტივობა :  " შიშების ქუდი" ,  -ქაღალდის ქუდში ჩავყარეთ ჩვენს მიერ  ანონიმურად დაწერილი მიზეზი, რომელიც ჩვენში პროექტის მიმართ შიშს იწვევდა, შემდეგ დავსხედით წრის ფორმით და განვიხილეთ თითოეული ჩვენგანის მიერ გამოთქმული შიში რამდენად რეალური იყო და იყო თუ არა იგი ადვილად გადასალახი, აღმოჩნდა რომ ყველანაირი შიში მონდომების შემთხვევაში დაძლევადი იყო.
    ძალიან სახალისო აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა: "მოწუწუნეთა ქალაქი" , აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით და ძალიან აქტიურად ჩავებით პროექტის განხორციელებაში, შედეგიც არაჩვეულებრივი მივიღეთ: