Pages

Saturday, December 28, 2013

eTwinning Plus შემაჯამებელი კონფერენცია-ანგარიში



 eTwinning Plus   შემაჯამებელი კონფერენცია“-- ანგარიში
22-23 დეკემბერს, მასწავლებლის სახლში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის „eTwinningPlus“-ის ფარგლებში პედაგოგების კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენციას თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე პედაგოგი დავესწარით. კონფერენციაზე მასწავლებლებმა მოხსენებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზე წაიკითხეს, მათ შორის:
  • საგანმანათლებლო პროექტების მართვა;
  • როგორ უნდა გავხდეთ Appy პიროვნება. (მომხსენებელი სანდრა უნდერვუდი-შოტლანდია)
  • როგორ უნდა შევქმნათ წარმატებული eTwinning პროექტი (მომხსენებელი ჯორჯ გლასი- შოტლანდია)
  • მშობელთა ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში;
  • პროექტების შეფასება;
  • ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
  • გარემოს დაცვა
  • წიგნიერება
  • მათემატიკური წიგნიერება (მომხსენებელი: ზაქრო გიუნაშვილი) დ სხვ.
პროექტი „eTwinningPlus“-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა წარმომადგენლები საერთო პორტალის მეშვეობით ქმნიან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
განსაკუთრებით საინტერესო იყო შოტლანდიელი კოლეგების მოხსენებები, რომლებმაც გაგვაცნეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროექტების დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობისათვის.
გავეცანით სხვადასხვა ტიპის Appy -ს და მათი მუშაობის პრინციპებს.
მნიშვნელოვანი სიახლე იყო მათემატიკური წიგნიერებისა და ტექნოლოგიების ქვეშ განხილული საკითხები, სადაც მომხსენებელმა ზაქრო გიუნაშვილმა გაგვაცნო თამაშების შექმნის საშუალებები და მათი გამოყენების მაგალითები. კონფერენციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთისთვის გაგვეცნო ჩვენი პროექტები და გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილებები , რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვისათვის.
                             ნ.დაბრუნდაშვილი